|
ძირითადი დაზიანებები :
-ნოუთბუქი არ ირთვება. არ ანათებს განათების ინდიკატორები და არ მუშაობს მყარი დისკი. ასეთი დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს მისი გადაწვა, ან ელემენტის ბუნებრივი გაცვეთა, რაც გამოწვეული არის მუშაობის პროცესში თერმული გაფართოებით. გაცვეთილი ელემენტებით მიკროსქემის ქვეშ კონტაქტისა და პირველადი კვების მიკროსქემის გაწყვეტა. - ეკრანზე არ აჩვენებს გამოსახულებას. მიზეზი შეიძლება იყოს თხევად მატრიცაზე განთების უქონლობა - ელექტრო ნათურების დაზიანება, სინამდვილეში ეკრანზე არის გამოსახულება , მაგრამ თქვენ ამ გამოსახულებას ვერ ხედავთ, ასეთ დროს თხევადი მატრიცა განათების გარეშე წარმოადგენს მხოლოდ გამჭირვალე გარსს, რომელიც იცვლის ფერს. ამას მიზეზად შეიძლება ქონდეს მატრიცას დაზიანება აგრეთვე მარყუჟის ან გრაფიკული ჩიპის მწყობრიდან გამოსვლა, ასეთ დაზიანებას უშველის მხოლოდ დაზიანებული ნაწილების შეცვლა.
-ნოუთბუქი არ იტენება. ძირითადათ ეს დამტენის დაზიანების ბრალია, ხოლო უფრო იშვიათად დამტენის ბუდეს, დამტენს ან აკუმულატორს შეგვიძლია დავაბრალოდ. ასეთ დროს სასწრაფოდ უნდა გათიშოთ აკუმულატორი და დამტენი საშუალება რაც შეიძლება სწრაფად წაიღოთ სერვის ცენტრში. სპეციალისტი ჩაატარებს ელექტრო ელემენტების ქიმიურ გაწმენდას და აღმოფხვრის კომპონენტების ტენიანობას აგრეთვე ელემენტების შესაძლო დაჟანგვას. დაიმახსოვრეთ რაც უფრო გაწელავთ ნოუთბუქის სპეციალისტთან მიტანას მით უფრო გაიზრდება რისკი ელექტრო ელემენტებისა და მიკროსქემის დაზიანების, რაც შემდგომ გამოიწვევს დედა დაფის დაზიანებასა და მის გარეგან დაჟანგვას. -არ მუშაობს ნოუთბუქის გარე შემაერთებლები. ნოუთბუქის დიაგნოსტიკის დროს ვლინდება შემდეგი სახის მიზეზები, თვითონ შემაერთებლის დაზიანება, ასეთ დროს საკმარისი არის მოდულის შემაერთებლის შეცვლა. უფრო იშვიათი შემთხვევა არის: შემაერთებლების გაწყვეტა და აქედან გამომდინარეობს პლატაზე სასიგნალო ბილიკების დაზიანებაც,ასეთ დროს ხდება პლატაზე ყველა დაზიანებული ბილიკების აღდგენა და მხოლოდ ამის მერე ხდება კონექტორის აღდგენა. -ნოუთბუქი არ იტვირთება /პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემა პროგრამული რემონტი ყველაზე ხშირად უკავშირდება დრაივერების და ოპერაციული სისტემის გამოცვლას. ასეთი დაზიანების მიუხედავად მის აღდგენას არ ჭირდება დიდი ძალისხმევა . ჩვენი სერვისის სპეციალისტები უცბად მოიყვანენ თქვენ ნოუთბუქს მწყობრში და ისევ შეძლებთ მის ჩვეულ გამოყენებას.
-ნოუთბუქი ითიშება მუშაობის დროს. ამის მიზეზად ხშირ შემთხვევაში არის გაგრილების სისტემის დაზიანება, რომელიც იწვევს მის გახურებას რომლის დროსაც ირთვება ტემპერატურის დამცველი, ხდება გაგრილების სისტემის გასუფთავება და თერმული პასტის შეცვლა.
|