ტექნოსერვისმა გააფორმა ხელშეკრულება ფოტოაპარატების მწარმოებელ კომპანია kodak-თან. ამიერიდან ტექნოსერვისი იქნება ამ ბრენდის ავტორიზებული აგენტი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
Kodak–ის მარკის ტექნიკის მფლობელებს საშუალება ეძლევათ მიიღონ ტექნოსერვისის საგარანტიო და არასაგარანტიო სერვისი, როგორც თბილისში ისე მის ფარგლებს გარეთ, ისარგებლონ ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით და მაღალი კლასის სპეციალისტების მომსახურებით.