შპს ტექნოსერვისმა პირველად საქართველოში დანერგა მობილური ტელეფონების ტესტირების და დიაგნოსტიკის თანამედროვე სტანდარტი, სერვისში შემოსული მობილური ტელეფონის ტესტირება ხდება მსოფლიოში დიაგნოსტიკური მოწყობილობების მწარმოებელი ლიდერი კომპანია Rohde-Schwarz ერთერთი ბოლო მოდელით CMU200–ის გამოყენებით.
აღნიშნული მოწყობილობა საშუალებას იძლევა რამოდენიმე წუთის განმავლობაში შემოწმდეს მეორე და მესამე თაობის ტელეფონის მიღება–გადაცემის მოწყობილობის შესაბამისობა მობილური ტელეფონის მწარმოებელი კომპანიის სტანდარტთან, მოკლე ტექსტური შეტყობინების, მონაცემთა გადაცემის ფუნქციების დიაგნოსტიკა, ბლუთუსის და სხვა ფუნქციების ტესტირება.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მოწყობილობა დღეისათვის საქართველოში მხოლოდ კომპანია ტექნოსერვისს გააჩნია.